ყვარელში, კაცმა ბიძაშვილი დაჭრა
ყვარელში, სოფელ შილდაში მამაკაცი დაჭრეს. კაცს სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები ქვედა კიდურებზე აქვს მიყენებული.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცს ბიძაშვილმა ესროლა.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ სავარაუდო ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა და საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.