ხანძარი მესტიაში - ერთ-ერთ სასტუმროს ცეცხლი გაუჩნდა
ხანძარი მესტიაში - სასტუმრო „ფოსტას“ გვიან ღამით ცეცხლი გაუჩნდა.
არსებული ინფორმაციით, დამწვარია სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მეხანძრე-მაშველები ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ.
ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.