"სანქცირებული ფულის სამრეცხაო" - სად მიდის რუსეთიდან საქართველში გადმორიცხული მილიარდები
სად მიდის რუსეთიდან საქართველში გადმორიცხული მილიარდები. უკრიანაში ომის დაწყების დღიდან ამ დრომდეე რუსეთიდაან ფულადი გზავნილების მოცულობამ ორ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ეკონომისტებს ეჭვი აქვთ, რომ ფულის დიდი ნაწილი მესამე ქვეყნებში გადის და საქართველო მხოლოდ გამტარ ქვეყნად იქცა.
ეკონომისტი ოთარ აბესაძე ამბობს, რომ საქართველომ არაერთხელ მიიღო საპროტესტო ნოტა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, რომ საქართველოდან ხდება სანქცირებული ფულის გადინება, შესაბამისად, საქართველო მოხსენიებულია როგორც ერთგვარი სანქცირებული ფულის სამრეცხაო.
რუსეთიდან საქართველოში ფულადი ტრანსფერები, ეს არ ემსახურება ეკონომიკურ აქტივებს, არაერთგზის მიიღო საქართველომ გარკვეული ტიპის შენიშვნები და საპროტესტო ნოტა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, საფინანსო ინსტიტუტებისგან, რომ საქართველოდან ხდება სანქცირებული ფულის გადინება, შესაბამისად საქართველო მოხსენიებულია როგორც ერთგვარი სანქცირებული ფულის სამრეცხაო. ეს თავსთავად პრობლემას ქმნის იმ კუთხით, რომ საქართელოს რეპუტაციული ზიანი ადგება. საქართველოში რუსეთიდან შემოსული თანხების 90% -ზე მეტი ნაკადურად გაედინება ან ევროპაში ან ბრუნდება უკან, მცირე ნაწილი ილექება საქართველოში გარკვეული ტიპის საკომისიოების სახით. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო საპროტესტო ნოტა შვედეთის გერმანული და ბრიტანული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან, რომ საქართველო ხდება ერთგვარი შავი ხვრელი და ფულის სამრეცხაო რუსული ფინანსური სანქცირებული ნაკადისთვის",- ამბობს ოთარ აბესაძე.