"ქვეყნისთვის დამაბრკოლებელი პატიმრობა უნდა შეწყდეს" - მეცნიერები ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად
მეცნიერები ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად ერთიანდებიან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში "მთავარი არხის" დაპატიმრებული მენეჯერის მხარდასაჭერად პეტიციას ხელი პროფესორ-მასწავლებლებმა მოაწერეს.
მეცნიერები მრავალწლიანი სტაჟით სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად, დროებით გვერდით გადადოს პირადი შეხედულებები და დაპატიმრებულ ნიკა გვარამია გაათავისფულოს.
პროფესორ ზურაბ პაპასკირის თქმით, ნიკა გვარამიას პატიმრობა ქვეყნისთვის დამაბრკოლებელია და მისი თავისუფლება საქართველოსთვის აუცილებელია.
ქვეყნისათვის დამაბრკოლებელი პატიმრობა უნდა შეწყდეს, ნიკა გვარამიას თავისუფელბა სჭრიდება დღეს ჩვენს ქვეყანას. მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული მექანიზმი და აუცილებლად გადაწყვიტოს ეს სახელმწიფოებრივად. აუცილებლად უნდა შეწყდეს ნიკა გვარამიას პატიმრობა," - ამბობს ზურაბ პაპასკირი.