გორში საცხოვრებელ სახლთან ხელყუმბარა იპოვეს
გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლთან ხელყუმბარა იპოვეს, რის შემდეგაც, ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.
სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები და ექსპერტები ადგილზე რამდენიმე საათის გაბმავლობაში მუშაობდნენ.
"წინასწარი ინფორმაციით, სასწავლო ხელყუმბარა აღმოჩნდა, თუმცა მოსახლეობას შეგვეშინდა, არ ვიცოდით საიდან მოხვდა აქ ხელყუმბარა, საბოლოოდ აღმოჩნდა რომ საშიში არაფერი ყოფილა”, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელყუმბარა ექსპერტიზაზე წაიღეს. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.