დიდ დიღომში 12 წლის ბავშვი გარდაცვლილი ნახეს
დიდ დიღომში 12 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა გასულ ღამეს, სავარაუდოდ 23:00-დან 03:00 შუალედში მოხდა. გოგონას ოჯახი რამდენიმე საათის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება. გოგონა უგონო მდგომარეობაში პეტრიწის ქუჩაზე მდებარე ძველ სკვერში ნახეს. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარებაც, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ტრაგედიის ადგილზე დილამდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
12 წლის მოზარდის სიკვდილის საქმეზე გამოძიებაა განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.