საქართველოს გეოპოლიტიკური კურსი ეროვნულად ეგოცენტრისტული უნდა იყოს - ვიქტორ ყიფიანი

17.03.23 10:09
საქართველოს გეოპოლიტიკური კურსი ეროვნულად ეგოცენტრისტული უნდა იყოს - ვიქტორ ყიფიანი

ვიქტორ ყიფიანს მიაჩნია, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური კურსი მხოლოდ საკუთარი ინტერებისკენ მიმართული უნდა იყოს. ამის მიუხედავად, ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის თქმით, საჭიროა, საკუთარი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინტერესების სხვების ინტერესებთან შეხამება იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

არსებულ რეალობაში ქართული გეოპოლიტიკური ხაზის გატარებაზე ახლო წარსულში არაერთგზის გვისაუბრია. ამჯერად მხოლოდ იმის მოკლე კონსტატირებით შემოვიფარგლებით, რომ საგარეო-პოლიტიკური ჩარჩო ფორმატით განსაზღვრული პრიორიტეტების პირობით, ეს ხაზი, შეძლებისდაგვარად, ეროვნულად ეგოცენტრისტული უნდა იყოს. 
სხვაგვარად თუ ვიტყვით, აღნიშნული ეგოცენტრიზმის მამოძრავებელია: 
(1) ქართული სახელმწიფოსათვის კრიტიკულად მთავარი „მეტი ეროვნული უსაფრთხოების, მეტი ეკონომიკური სიკეთის“ ფორმულიდან გამომდინარე ინტერესების სხვათა ინტერესებზე პრიმატი - სადაც კი ეს დასაშვებია; 
(2) ამავე ფორმულით განპირობებული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინტერესების სხვათა ინტერესებთან თანწყობა - მაქსიმალურად, სადაც კი ეს შესაძლებელია, - წერს ყიფიანი.