რა გახდა დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი - ადგილობრივები ვერსიებზე საუბრობენ

17.03.23 11:14
რა გახდა დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი - ადგილობრივები ვერსიებზე საუბრობენ

რა გახდა დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი - ადგილობრივები ვერსიებზე საბრობენ. 

გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრი ამბობს, რომ შესაძლოა, საქმე მოწამვლასთან გვქონდეს. 

12 წლის ბავშვი, გოგო, ჩემი შვილიშვილი, დისშვილიშვილი... დავიღუპეთ! გამოვიდა გუშინ საღამოს მეორე ნათესავთან ერთად, ისრინეს და არ ვიცი ახლა, კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ რაღაც ვერსიები არისო... ერთი ვერსია იყო, რომ მოწამვლა იყო... ჩვენს სულ სხვანაირად გაგვიჟებენ, რომ ვიღაცამ რაღაცა..., - ამბობს გოგონას ოჯახის წევრი.

კიდევ ერთი ვერსიით, სკოლიდან გამოსულ გოგონას უცნობი აედევნა. 

თქვეს მეზობლებმა, რომ საქანელებზე ქანაობდაო, სკოლიდან გამოსული. მერე წავიდა და ბავშვებმა დაინახესო, რომ ვიღაცა აყვაო, ეტყობა დიდი. ეს ერთმა კაცმა თქვა, ერთმა მეეზოვემ, რომ როგორც ჩანს, წაყვანილი ჰყავდა სადღაც და მერე ასეთ მდგომარეობაში გამოიყვანა და დააგდოო, თორემ აქ ვერანაირად ვერ მოხდებოდა, ძალიან მოძრავი ადგილია, - ამბობს ადგილობრივი. 

ტრაგედია დიდ დიღომში გასულ რამეს მოხდა. 12 წლის გოგონა, რომელსაც ოჯახი რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა, ერთ-ერთი სკვერში გარდაცვლილი ნახეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება.

ამ დროისათვის ბავშვის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული. დიდ დიღომში ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.