რუსეთსა და ევროკავშირს შორის მანევრირება საქართველოს ევროინტეგრაციას ვერ მოუტანს - ევროპარლამენტარი
ევროპარლამენტარი ანდჟეი ჰალიცკი საქართველოს ხელისუფლებას და ივანიშვილს აფრთხილებს, რომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის მანევრირება ქვეყანსა ევროინტეგრაციას ვერ მოუტანს.
ამასთან, ევროდეპუტატი "ტვიტერზე" წერს, რომ ევროკავშირის დივერსიულ ჯაშუშურ ქსელად" მოხსენიებას არ შეეგუებიან.
დაე, ივანიშვილმა და ქართული ოცნების ხელისუფლებამ მოგვისნიმონ: რუსეთსა და ევროკავშირს შორის მანევრირება არ არის გზა რეალური ევროპული ინტეგრაციისკენ.
საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია, მაგრამ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ ევროკავშირს "დივერსიულ ჯაშუშურ ქსელს" უწოდებდეთ, - წერს ევროპარლამენტარი.