საგამოძიებომ ნახა კადრები, მოისმინა ანდღულაძის აღიარებითი ჩვენება, მაგრამ რეაგირება არ მოუხდენიათ - ჟურნალისტი
"ტვ პირველის" რეპორტიორზე თავდასხმის კადრების გასაჯაროების მიუხედავად, პრორუსული პარტიის მოძალადე ლიდერი ამ დრომდე თავისუფალია. მამუკა ანდღულაძე, რომელმაც ნატო გოგელიას მობილური დაუმტვრია, მასზე ფიზიკურად იძალადა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სავარაუდოდ, გურიაში აღარ იმყოფება. უკვე მეორედ, დაკითხეს ნატო გოგელია და მეორედ "ტვ პირველის" დაზარალებულ რეპორტიორსს სამედიცინო შემოწმება ჩუატარდა.
"2 დღის განმავლობაში, დაახლოებით 7 საათის განმავლობაში ვიყავი სპეციალურ საგამოძებო სამსახურში დაკითხვაზე, ასევე ორჯერ გავიარე ექსპერტიზაც. გამომძიებლის მოთხოვნით, მივიტანე ის კადრები, რომელიც ტელეფონშ შემორჩა. ამის შემდეგ რამდენიმე საათია გასული და რეაქცია ამაზე არ ჰქონია საგამოძებო უწყებას. ყველამ ნახა კადრები, რა მოხდა და როგორ, ასევე იხილეს ანდღულაძის აღიარებითი ჩვენება, რომ მან ჩამოხია ევროკავშირის დროშა და კიდევ ჩამოხევს, ამაზეც, როგორც მაქვს ინფორმაცია, რეაგირება არ მომხდარა. ქუჩაში ალბათ თავისუფლად ვერ უნდა გადავაადგილდებოდე, ეს არის ალბათ ხელისუფლების მიზანი", - ამბობს ნატო გოგელია.