"მიწა ჰქონდა პირში" - დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა მომხდარს იხსენებს

17.03.23 13:12
"მიწა ჰქონდა პირში" - დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა მომხდარს იხსენებს

12 წლის მოზარდის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სახლში გადაასვენეს. რა გახდა გოგონას გარდაცვალების მიზეზი, ახლა სწორედ  სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიურომ უნდა თქვას. 

მოზარდის ოჯახის წევრი მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ გოგონას ტანსახმელი ჰქონდა შემოხეული.

ადიო შენო, ჩიპს შევჭამო. ავიდა ზევით, სადაც იპოვეს და უნდა ჩამოსულიყო. გარდაცვლილის დედამ, ჩემმა დისშვილმა რომ ნახა, დუჟი და მიწა ჰქონდა პირში და "კალგოტკა" გახეული, კაბა ცოტა ჩამოხეული. იმანაც მითხრა, კრიმინალისტმა, ჩალურჯებული ჰქონდაო. დაგვირეკეს ექსპერტიზიდან, უნდა გავკვეთოთო. ჩემი დისშვილი გაგიჟდა, არ მაიინტერსებს არაფერი, არ გაკვეთოთო, - ყვება ბაბუა. 

სიკვდილის კიდევ ერთ ვერსიად ასფიქსიაც სახელდება, თუმცა რეალურ მიზეზს ექსპერტიზის დასკვნა ცხადყოფს. 

ტრაგედია დიდ დიღომში გასულ ღამეს მოხდა. 12 წლის გოგონა, რომელსაც ოჯახი რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა, ერთ-ერთი სკვერში გარდაცვლილი ნახეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება.

ამ დროისათვის ბავშვის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული. დიდ დიღომში ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.