სტუდენტები განაჩენის მოლოდინში - საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებულების პროცესი იწყება

17.03.23 13:43
სტუდენტები განაჩენის მოლოდინში - საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებულების პროცესი იწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამი სტუდენტი სასამართლო პროცესის მოლოდინშია.  მოსმართლემ უნდა გადაწყვიტოს, შეუფარდებს თუ არა 2000 ლარიან გირაოს ახალგაზრდებს.

7 და 8 მარტიის აქციის მონაწილეებს  სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. პოლიცია კი ამტკიცებს, რომ შსს-ს ავტომობილები სწორედ ამ ახალგაზრდებმა დაწვეს და სამართლდამცველების მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ. 

სტუდენტების უფლებადამცველებიკი  ამბობენ, რომ მოზარდებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება.

სახლში მიდოდნენ, რა დროსაც მეტროსკენ მიმავალებს დაუძახეს, "მოდით აქო". მივიდნენ ეს ბავშვებიც ჩვეულებრივად. თვითონ პოლიციამ დაიწყო მერე, რომ აი, ტქვენ ხართ, მანქანები რომ დაწვითო, თქვენ დაარბიეთ ყველაფერიო. სრულიად უსაფუძვლოდ უთხრა ეს პოლიციამ, არანაირი მტკიცებულება მათ ამაზე არ აქვთ. აქედან გამომდინარე, პირიქით, ამ ბავშვებს მიაყენეს შეურაცხყოფა და ახლა მოვიდნენ სასამართლოში და უნდოდათ, ხელი მოეწერათ ამ ბაშვებს ისეთ ჩვენებაზე, თითქოს ეს ბავშვები უწევდნენ პოლიციას წინააღმდეგობას. პოლიციელები ემუქრებიან ამ ბავშვებს, რომ აი, ადვოატების აყვანაში რა ფულსაც ხარჯავთ, სჯობს ჯარიმისთვის შეინახოთო და ეგრე არ არის, პოლიციელებო, - ამბობს ადვოკატი. 

დაკავებულების პროცესს თვალს ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძეც ადევნებს. 

ის კამპანია, რომ თითქოს ვინმე გამოუშვეს, არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ, რომ ახლა მიდი მასობრივად სტუდენტების დაბარება სასამართლოში. მათ შორის, უფარდებენ 2000 ლარიან ჯარიმებს, ართმევენ ტეელფონებს. წართმეული აქვთ ტელეფონები დაკავებების დროს. ეს არის რეპრესიული ინსტიტუტი, რომელიც აშინებს სტუდენტებს, მათ მშობლებს და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, - ამბობს დეკანოიძე. 

რა გადაწყავეტლებას მიიღებს მოსამართლე ცნობილი ცოტა ხანში გახდება.