უბედური შემთხვევა თუ განზრახ მკვლელობა? - ერთ-ერთი ვერსიით, 12 წლის გოგონა საკვებით მოიწამლა
უბედური შემთხვევა თუ განზრახ მკვლელობა? - რა გახდა 12 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, რომელზეც სავარაუდოდ ახლა გამოძიება მუშაობს, გოგონა საკვების მიღების შედეგაად გამოწვეული ასფიქსიით გარდაიცვალა. ამ ვერსიის დადასტურების შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო დაწყებულ გამოძიებას სხვა მუხლით გადააკვალიფიცირებს.
ასფიქსიით გარდაცვალების ვერსიაას გამორიცხავენ საქმის ოქროს მოწმეები. საუბარია ადამიანებზე, ვინც გვიან ღამით 12 წლის მოზარდის ცხედარი მიტოვებულ სკვერში პოლიციაზე ადრე იპოვეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მოზარდის ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.
კორპუსებს მიმდებარედ არის ეს ტერიტორია. არ არის განატება. სამწუხაროდ, არც ამერები შემიმჩნევია. მე ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლად ბავშვი იქ არ მივიდოდა. ბავშვს აღენიშნებოდა გარკვეული, შესაძლოა, ძალადობის კვალიც. ტანისამოსზეც გავრცელდა ინფორმაცია, რომ იყო გარკვეულწილად შელახული. ჩვენ გვყავს შვილები, ბევრი ბავშვი ცხოვრობს აქ და ყვეალს გვაქვს ერთიანი განცდა, რომ ჩენი შვილები არიან დაუცველები, - ამბობს ადგილობრივი.
ტრაგედია დიდ დიღომში გასულ რამეს მოხდა. 12 წლის გოგონა, რომელსაც ოჯახი რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა, ერთ-ერთი სკვერში გარდაცვლილი ნახეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება.
ამ დროისათვის ბავშვის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული. დიდ დიღომში ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.