12 წლის მოზარდის იდუმალებით მოცული გარდაცვალება - რას ამბობს კაცი, რომელმაც გოგონა ერთ-ერთმა პირველმა ნახა
კაცისთვის, რომელმაც 12 წლის მოზარდის ცხედარი ერთ-ერთმა პირველმა იპოვა, კითხვის ნიშნებს ბადებს გვამის პოვნის ადგილი. მოწმე ამბობს, რომ მოზარდი იქ შემთხვევით ვერ აღმოჩნდებოდა, რადგან ეს გზა მის სახლამდე არ მიდიოდა.
"პირველებისთვის" მიცემულ ინტევრიუში, საქმის მოწმე იხსენებს ექიმების ნათქვმსააც. როგორც გაირკვა, პირველადი დათვალიერების შემდეგ, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თქვა, რომ გარდაცვლილს ყელზე ჩალურჯება აღენიშნებოდა.
კორპუსებს შორის იპოვეს ბავშვებმა ბარდებში. თუ გოგონა სკვერიდან სახლში უნდა ასულიყო, იქ საერთოდ არ უნდა აღმოჩენილიყო. და კიდევ, გზიდან ამ ხეების მიმართულებით რატომ გადავიდა, მე პირადად ამას ვერ ვხვდები. რაც ითქვა ექიმის მიერ, ყელზე იყო ძალადობის გარკვეული კვალი, რაღაც სიწითლესავით, სილურჯეში გარდამავალი და იყო მიზის ფრაგმენტები ტუჩებზე. შეწყალებული ადამიანების მუხლებს კარაგდ გადახედონ, ვინ ჰყავთ გამოშვებული და გარკვეულ კონტროლს მოუმატონ. და კიდევ, დიდ დიღომში შუქებს მიხედონ, ისეთი სიბნელე არის. პირადად მინდა ვთხოვო ქალაქის მერს, ამდენი თანხები არ წავიდეს საახალწლო განათებებზე და მიხედონ ასეთ უბნებს", - ამბობს თვითმხილველი.