კარტოგრაფების საქმის მთავარი ფიგურანტი სასამართლოშია - მამა კირიონი მოსამართლეს ჩვენებას აძლევს

17.03.23 17:43
კარტოგრაფების საქმის მთავარი ფიგურანტი სასამართლოშია - მამა კირიონი მოსამართლეს ჩვენებას აძლევს

კარტოგრაფების საქმის მთავარი ფიგურანტი სასამართლოშია - მამა კირიონი მოსამართლეს ჩვენებას აძლევს. სწორედ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის წინამღვარი ამტკიცებდა, რომ რუკები გაქრა.

კირიონი ერთ-ერთია, ვინც ჩვენება ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ მისცა. მამაო ამტკიცებდა, რომ რუკები გაქრა, თუმცა საბოლოოდ ეს ვერსია მტკიცებულებებით ვერ გამყარდა.

ახლა საინტერესოა, რა მხოდება მამა კირიონის ჩვენების შემდეგ და გახდება თუ არა მისი ჩვენება იმის საფუძველი, რომ მელაშვილი და ილიჩოვა თავიდან დააკავონ.

კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურა ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საზღვრების დელიმიტაციის პროცესში, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ადანაშაულებს.

ბრალდებულები სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.