ასფიქსია თუ მკვლელობა - რა გახდა დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის სიკვდილის მიზეზი

17.03.23 20:04
ასფიქსია თუ მკვლელობა - რა გახდა დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის სიკვდილის მიზეზი

ასფიქსია თუ მკვლელობა - რა გახდა დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის სიკვდილის მიზეზი ახლა მედიკოსებმა უნდა დაადგინონ. ასფიქსიის ვერსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც გოგონას ცხედარი სამხარაულის ბიუროში გადაასვენეს, თუმცა ოფიციალურად ექსპერტები ჯერ არაფერს ამბობენ. გამოძიება  დამამძიმებელ გარემოებაში გაზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დაკარგული ბავშვის ძებნის ოპერაციაში  გუშინ თითქმის მთელი დიდი დიღმის მოსახლეობა მონაწილეობდა. სწორედ მოსახლეობამ იპოვა გამთენიისას გოგონას ცხედარი მიტოვებულ სკვერში.

თვითმხილველები ყვებიან, რომ ბავშვს ძალადობის კვალი ეტყობოდა, ამიტომ ასფიქსიის ვერსიას არ იზიარებენ. თუმცა საბოლოო სიტყვა ამ ბურუსით მოცულ საქმეში გამოძიებამ უნდა თქვას.  უკვე ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები მიმდებარე ტერიტორიიდან და სამართალდამცველები ბავშვის გადაადგილების მარშრუტს სწავლობენ.

ადგილობრივი მოსახლეობა კი გუშინდელი მძიმე ღამის შემდეგ  შოკშია.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.