საჩვენებელი დასჯა სისტემის მხილებისთვის - პოლიციელი ქალი ციხეში 6 წლით გაუშვეს

17.03.23 20:18
საჩვენებელი დასჯა სისტემის მხილებისთვის - პოლიციელი ქალი ციხეში 6 წლით გაუშვეს

საჩვენებელი დასჯა სისტემის მხილებისთვის -  ციხეში 6 წლით გაუშვეს  შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც  სამართალდამცველებს მძიმე დანაშაულში ამხელდა. ნატალია  ზარდიაშვილს საქმე შემოუტრიალეს და ხელბორკილები სასამართლო დარბაზში დაადეს. 

საქმე ეხება ნარკოტიკების შავ ბაზარზე გაყიდვის ამბავს. ყოფილი პოლიციელის ხელში იყო ვიდეომასალები, რითაც ზარდიაშვილი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ სქემას შს სამინისტროს მაღალჩინოსნები მფარველობდნენ, თუმცა მას  არავინ მოუსმინა. ჯერ დააქვეითეს, შემდეგ რამდენიმე წელი სასამართლოში ატარეს და ბოლოს ორი მცირეწლოვანი შვილის დედა ციხეში გაუშვეს.

"მე ვისჯები მხოლოდ სიმართლის თქმის გამო-" ამბობდა დღეს სხდომათა დარბაზში ბრალდებული ქალი.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.