"ქართული ეკონომიკის ოკუპაცია" - რუსეთის მოქალაქეები საქართველოს ტურისტულ ბაზარს ითვისებენ

17.03.23 20:34
"ქართული ეკონომიკის ოკუპაცია" - რუსეთის მოქალაქეები საქართველოს ტურისტულ  ბაზარს ითვისებენ

რუსეთის მოქალაქეები საქართველოს ტურისტულ  ბაზარს ითვისებენ. სტუმრებმა, ფაქტობრივად, მასპინძლის როლი მოირგეს და ამაში ფულსაც შოულობენ. რუსებს თავიანთი ბიზნესები თბილისში უკვე მასობრივად  გადმოაქვთ. ქირაობენ კლუბებს, ეპატიჟებიან მომღერლებს, ძალიან მარტივად არეგისტრირებენ კომპანიებს,  მუშაობენ გიდებადაც კი. 

ეს არის ქართული ეკონომიკის ოკუპაცია - ამბობენ ეკონომისტები.   ქართულმა ტურისტულმა კომპანიებმა  კი განგაშის სიგნალი უკვე ჩართეს, რადგან  ბაზარი პრაქტიკულად უკონკურენტო ხდება.მას ეტაპობრივად  და სრულად რუსები ითვისებენ. ახლა ქართული კომპანიების წარმოამდგენლები ტურიზმის შესახებ ისეთი კანონის მიღებაზე საუბრობენ, რაც   პრობლემას მოაწესრიგებს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.