რა გახდა 12 წლის გოგონას გარდაცვალების რეალური მიზეზი? - ადგილობრივები ძალადობის ვერსიას გამორიცხავენ
რა გახდა 12 წლის გოგონას გარდაცვალების რეალური მიზეზი? - გუშინდელისგან განსხვავებით, დღეს პეტრიძის ქუჩის მოსახლეობა ძალადობის ვერსიას გამორიცხავს და სავარაუდო ასფიქსიაზე საუბრობენ.
გადასცდა რაღაც, მერე ეტყობა გული ერეოდა და გაიგუდა. გამორიცხულია, რომ აქ ძალადობა ან რამე მსგავსი იყოს, აქ ყველაზე სუფთა უბანია მაგ მხრივ. ცნობილია, რომ იყიდა რაღაცა ჩიფსები, ხოდა დადიოდა აქ ღამე და მერე ეტყობა, რომ გადაცდა, შეიძლება იფიქრა გულს ავირევო და აქით შემოვიდა", - ამბობს ადგილობრივი.
მოზარდის ოჯახი ამ დრომდე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო დასკვნის მოლოდინშია. სწორედ ამ დოკუმენტმა უნდა გასცეს პასუხები მთავარ კითხვებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ამ დრომდე საქმეს განზახ მკვლელობის მუხლით იძიებს.