მთავრობა საეჭვო გადაწყვეტილებების მიღებაშია მხილებული - რატომ არ საჯაროვდება პრემიერის ხელმოწერილი განკარგულებები

18.03.23 12:21
მთავრობა საეჭვო გადაწყვეტილებების მიღებაშია მხილებული - რატომ არ საჯაროვდება პრემიერის ხელმოწერილი განკარგულებები

ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა საეჭვო გადაწყვეტილებების მიღებაშია მხილებული. ს აქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უკვე ორი წელია არ ასაჯაროებს განკარგულებებს, რომელსაც ხელს სწორედ პრემიერი აწერს. მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე განკარგულებების გრაფა, ფაქტობრივად, ცარიელია.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში" ამბობენ, რომ დამალული დოკუმენტებით ჩნდება განცდა, თითქოს მთავრობა კორუფციაში ეფლობა.

პროგრამის მენეჯერი სანდრო ქევხიშვილი ამბობს, რომ 370-ზე მეტი განხილული განკარგულებიდან არავინ იცის რამდენი მიიღეს, რადგან ეს დოკუმენტები არ საჯაროვდება. 

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში საკმაოდ ლოგიკური კითხვები ჩნდება, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მალავს მთავრობა დოკუმენტებს, თუ პრობლემა არ არსებობს. 

მთავრობის სხდომებზე მთავრობამ გნიხილა 370-ზე მეტი განკარგულება, აქედან არ ვიცით რამდენი მიიღეს, რადგან ეს დოკუმენტები არ საჯაროვდება და მთავრობის ადმინისტრაცია ამ დოკუმენტებს არ გასცემს, რომც მოსთხოვო მაინც. აქ, რა თქმა უნდა, ჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ იმალება ეს დოკუმენტები თუ იქ არ არის პრობლემა, მაშინ რატომ არ გაიცემა ისინი, ეს არის სერიოზული პრობლემა. ამ გადაწყვეტილებით მთავრობა უარს ამბობს გამჭვირვალობაზე და ამ დროს მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ჩვენ ვხედავთ, რომ ის გამჭვირვალობას ეძებს მედიაში, არასამთავრებო სექტორში, გამჭვირვალობას ეძებს ყველგან გარდა საკუთარი თავისა," - ამბობს სანდრო ქევხიშვილი.