მოწმე ვარ ამ ყველაფრის - კარტოგრაფების საქმის მთავარმა ფიგურანტმა სასამართლოს ჩვენება მისცა
კარტოგრაფების საქმის მთავარმა ფიგურანტმა მოსამართლეს ჩვენება მისცა. მამა კირიონი ამტკიცებს, რომ მოსამართლეს უთხრა მხოლოდ სიმართლე და მხოლოდ საკუთარი თვალით ნანახი. თუმცა სხოდმათა დარბაზიდან გამოსული დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის წინამღვარი ვერ პასუხობდა მთავარ კითხვას, თუ რუკების გაქრობის ამბავი 2014 წელსაც იცოდა, რატომ გათქვა ეს ამბავი წლების შემდეგ.
რაც შეეხება გარეჯის ამბავს, მე ვილაპარაკე ის, რასაც ჩემი ცხოვრებით შევეხე, რაც ჩემი ცხოვრებით ვნახე, გავიარე. მე ხომ ამ პროცესის მოწმე ვარ, ხომ არ ვლაპარაკობ რაღაც წიგნებიდან, მონათხრობებიდან, მე მოწმე ვარ ამ ყველაფრის, როგორ იყო და როგორ არის დღეს," - ამბობს მამა კირონი.
ივერი მელაშილისა და ნატალია ილიჩოვას უფლებადამცველი ამბობს, რომ გუშინდელ სხოდმაზე, ფაქტობივად, დადასტურდა, რომ ილოჩოვაც და მელაშვილიც ამ საქმეში უდანაშაულოები არიან.
კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურა ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საზღვრების დელიმიტაციის პროცესში, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ადანაშაულებს.
ბრალდებულები სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.