თავდასხმა დაცვის თანამშრომელზე - კადრები ქუთაისის ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან (ვიდეო)
თავდასხმა დაცვის თანამშრომელზე. ქუთაისის ერთ-ერთ სუპერმარკეტში დასაქმებულ მამაკაცს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდენენ. სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი სამი მამაკაცი მარკეტში გვიან ღამით შევიდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცები აგრესიულები იყვნენ მაღაზიის სხვა თანამშრომლების მიმართაც, შემდეგ კი ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნედ დაცვის თანამშორმელი აირჩიეს.
ნაცემ მამაკაცს დაზიანებები თავის და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში აქვს მიყენებული.
შსს-მ ერთ-ერთი თავდამსხმელი უკვე დააკავა. ის ამჟამად წინასწარი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული. მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო.