მინდა საზოგადოებას ვაცნობო წარმოუდგენელი უსამართლობის შესახებ - დეკანოიძე

18.03.23 14:40
მინდა საზოგადოებას ვაცნობო წარმოუდგენელი უსამართლობის შესახებ - დეკანოიძე

პოლიციელი ქალი ციხეში 6 წლით გაუშვეს - მოსამართლე ჩხიკვაძის გადაწყვეტილებას ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ეხმიანება. ხატია დეკანოძის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინსიტროს ყოფილი თანამშორმლის ციხეში გაშვება შურისძიებაა, რადგან საჯარო მოხელემ გაბედა და გომელაურის უწყების გადაცდომებზე საუბარი ხმამაღლა დაიწყო.

მინდა საზოგადოებას მოვუყვე და ვაცნობო, წარმოუდგენელი უსამართლობის შესახებ. 6 წელი მიუსაჯა მოსამართლე ჩხიკვაძემ, (ეს არის ნიკა გვარამიას მოსამართლე) ახალგაზრდა ქალს, ყოფილ პოლიციელს, რომელმაც 2020 წელს სისტემის მხილება სცადა. სამი წლის შემდეგ გადაწყვიტა სასამართლომ, ყოველგვარი მსჯელობის გარეშე, რომ იგი საშიშია საზოგადოებისთის, მაშინ, როცა მტკიცებულებები ამბობს საპირისპიროს. მაშინ, როდესაც ფიზიკური ძალადობისთვის არ დასჯილა არცერთი სამართალდამცავი და არ დასჯილან ის ადამიანები, რომლებსაც ძალიან ახლო და მჭიდრო ურთიერთბა აქვთ ,,ქართულ ოცნებასთან", გავიხსენოთ ფარცხალაძის საქმე. მთელი სისტემა თავისი სასამართლოს მეშვეობით დაუპირისპირდა ამ ახალგაზრდა ქალს,"- ამბობს ხატია დეკანოიძე.

ცნობისთვის, ორი მცირეწლოვანი შვილის დედა, რომელმაც ნარკომომახმარებლთა ჩანაცვლების პროგრამიდან მეტადონის შავ ბაზარზე გაყიდვაში სამინისტროს მაღალჩინოსნები ამხილა, გუშინ 6 წლით ციხეში გაუშვეს.