ჩვეულებრივი ჩონჩხია, ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს ორგანოების გათიშვა - გიული ალასანია სააკაშვილზე
მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, უცნობია, როდის ჩამოვლენ პოლონელი ექიმები საქართველოში და შესაბამისად, როდის მოახერხებენ მესამე პრეზიდენტის მონახულებას.
როგორც გიული ალასანია ამბობს, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და თითოეული საათი მნიშვნელოვანია.
სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს [როდის ჩამოვლენ პოლონელი ექიმები] უკვე 2 კვირაა ეს გრძელდება და ველოდებით, ჯერჯერობით არავითარი ინფორმაცია არ მაქვს და რაც მთავარია, ექიმები არ არიან. მე რაც დავინახე ჩემი თვალით გუშინ, ჩვეულებრივი ჩონჩხია, დანარჩენი, სიცხე, წნევა დარბის, ყველაფერი იგივეა. ყოველ საათს მნიშვნელობა აქვს, ყოველ საათში შეიძლება დაიწყოს ორგანოების გამთიშვა, რაზეც სულ იყო ლაპარაკი, კახექსიის დროს ასე ხდება ხოლმე", - განაცხადა გიული ალასანიამ.