"თანხა ჩავდეთ და აღარ გამოდიოდნენ კონტაქტზე" - მოქალაქეები სამშენებლო კომპანიას თაღლითურ საქმეში ამხელენ
მოქალაქეები სამშენებლო კომპანიას თაღლითურ საქმეში ამხელენ - მედიაცენტრ "მთავარში" გამართულ ბრიფინგზე, მოქალაქები ამტკიცებდნენ, რომ კომპანია " ჯი ექს კვადრატ"-მა ბინის შეძენის მსურველები ინტერნეტით მოიძია, ყველას ერთი და იგივე სამოსახლო ფართი აჩვენა, თანხის წინასწარ გადარიცხვის შემდეგ კი მათთან კავშირი გაწყვიტა.
ერთ-ერთი დაზარალებულის, ლალი ბეგიაშვილის თქმით, თანხა გირავნობის საფუძველზე ჩადო ფართის საყიდლად, თუმცა ბოლოს მასთან კონტაქტზეც კი არ გამოდიოდა კომპანია.
მათი შუამავალი დამიკავშირდა და შემომთავაზა, მითხრა, რომ ჰქონდათ პროექტები, მივედი მათთან, ეს ფართი მანახეს, მითხრეს, რომ სრულდებოდა წლის ბოლოს, ნუ ეს თანხა ჩავდე გირავნობის საფუძველზე. არანაირად არ მოვისურვე, რადგან ვატყობდი, რომ არანაირი წინსვლა არ იყო. შემდეგ უკვე აღარც გამოდიოდნენ კონტაქტზე, რომ ვურეკავდი, არ მპასუხობდნენ და ოფისში ვაკითხავდი, ტყუილი დაპირებით გვიშვებდნენ უკან,"- ამბობს ლალი ბეგიაშვილი.
აღნიშნულ კომპანიაში ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ ყველაფერს სასამართლოს გზით დაამტკიცებენ.