"საკნის საპირფარეშოში კამერები დაუმონტაჟეს" - პატიმარი ბრეგაძის უწყებას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს

18.03.23 15:23
"საკნის საპირფარეშოში კამერები დაუმონტაჟეს" - პატიმარი ბრეგაძის უწყებას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს

რატი ბრეგაძის უწყებას პატიმარი დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. რუსთავის ნომერ მეექვსე საპატიმრო დაწესებულების ბინადარი ამტკიცებს, რომ ციხის ადმინისტრაცია მას შეზღუდვებს უწესებს.

40 წლის კაცის დედის ინფორმაციით, მერაბ ჩხაპელიას საკნის საპირფარეშოში გამყოფი ფარდა ჩამოუხსნეს და ვიდეო გადაღებას ისე ახორციელებენ, ამიტომ პატიმარი, უკვე ერთი თვეა მშრალ შიმშილობაზეა. 

"შეიძლება საპირფარეშოში ფარდა რომ ჩამოუხსნა პატიმარს? თან თავზე ზემოთ ვიდეო აყენია. ამის გამო დაიწყო შიმშილობა. ჰქონდა ადრე დარეკვის უფლება, ახლა ვერსად ვერ რეკავს. ადამიანი 51 დღეა შიმშილობს, წყალს სვამს მარტო, უკვე მობეზრდა ამდენი საშნელება", - ამბობს პატიმრის დედა.

პატიმრის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის თქმით, 40 წლის მერაბ ჩხაპელიას პრეზტენზიები აქვს ასევე ექიმების მიმართაც, რადგან პატიმრის მტკიცებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით მედპერსონალი საერთოდ არ ინტერესდება.

სპეციალური პენიტენციური აღნიშნულ ფაქტზე სამსახური ოფიციალურ განმარტებას არ აკეთებს

პატიმარი კი საკნიდან უწყვეტ ბრძოლას აანონსებს, იქამდე, სანამ მისი პირობები არ გაუმჯობესდება.