"ტვ პირველის" ჟურნალისტზე თავმდამსხმელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

18.03.23 17:44
"ტვ პირველის" ჟურნალისტზე თავმდამსხმელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

"ტვ პირველის" ჟურნალისტზე თავმდამსხმელი მამუკა ანდღულაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

შეგახსენებთ, რომ როდესაც "ტვ პირველის" ჟურნალისტი ნატო გოგელია მასთან კითხვების დასასმელად სახლში მივიდა, მამაკაცი მას ფიზიკურად გაუსწორდა და ის მობილური ტელეფონი დაუმტვრია, რომლითაც გადაღებას აწარმოებდა.

მამუკა ანდღულაძე "ალტ ინფოს" რადიკალური მოძრაობის წევრია. სწორედ მან ჩამოგლიჯა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა და შემდეგ თანამოაზრეებს დასაწვავად გადასცა. 

ანდღულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობა), 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით) და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.