ბურუსით მოცული სიკვდილი - რას ემსხვერპლა 12 წლის გოგონას სიციცხლე

18.03.23 20:12
ბურუსით მოცული სიკვდილი - რას ემსხვერპლა 12 წლის გოგონას სიციცხლე

მანიაკის მსხვერპლი თუ უბედური შემთხვევა - რას ემსხვერპლა 12 წლის გოგონას სიციცხლე.

დიღომში მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას ამ დრომდე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აწარმოებს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გომელაურის უწყებამ სავარაუდოდ, გამოძიება ადგილზე ნანახი სურათის შემდეგ მიიღო - თვითმხილველები "შაბათის ეთერს" უყვებიან, რომ გოგონას ყელის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. ამასთან, გაუჩინარებული იყო მოზარდის კუთვნილი მობილური ტელეფონი. მობილურ მოწყობილობას ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ პოულობდნენ. 

ამის პარალელურად, რამდენიმე საათის წინ საქმეში ახალი ვერსია გაჩნდა. რომლის მიხედვითაც,  გოგონა ერთჯერადი სუპის მიღბის შედეგაად გამოწვეული ასფიქსიით გარდაიცვალა

12 წლის გოგონა პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. რამდენიმე საათიანი სამძებრო ღონისძიებების შემდეგ მოზარდის ცხედარი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე იპოვეს.