ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ქართამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების თანახმად, მოქალაქემ ქუთაისში, მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ ქართამის სახით თანხა გადასცა. აღნიშნულის შესახებ კი სააგენტოს თანამშრომელმა პოლიციას აცნობა.
საქართველოს პროკურატურამ ქრთამის მიცემის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 მარტს, ბრალდებულმა, ქუთაისში მდებარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „მომსახურების სააგენტოში“, მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ, ამავე სააგენტოს თანამშრომელს, ქრთამის სახით თანხა გადასცა. სააგენტოს თანამშრომელმა, აღნიშნული ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელისთვის ქრთამის მიცემა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.