რატომ შევიდა შსს სტუდენტურ საცხოვრებელში - ახალგზრდები დაშინების მცდელობაზე საუბრობენ
რატომ შევიდა შსს სტუდენტურ საცხოვრებელში - ახალგზრდები სახელმწიფო უნივერსიტეტისგან განმარტებებს ამ დრომდე ელოდებიან.
სტუდენტები აღნიშნულს პრემიერის მიერ დაანონსებულ დაკავებების სერიას უკავშირებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ გზით მათ დაშინებას და გაჩუმებას ცდილობს.
პოლიცია უახლესი მოვლენების შემდეგ, რაც თბილისში ხდებოდა, შედის საერთო სტუდენტურ საცხოვრებელში ბაგებში და იქ იღებს პეროსნალურ ინფორმაციას სტუდენტებისგან ისე, რომ არ აფრთხილებს, რატომ შედის, რა არის ამის მიზეზი. ამავდროულად, მათ არ ახლავს კონკრეტული სტუდენტური საცხოვრებლის ადმინისტრაციის წევრები და იღებს პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც დაუშვებელია და პოლიციას არაფერი ესაქმება საერთოდ სტუდენტურ საცხოვრებელში. სტუდენტებმა მრავალი სახის პრობლემა შეუქმნა იმ პოლიტიკას, რომელიც სახელმმწიფოშია გაბატონებული და არ არის გამორიცხული, რომ ეს ფაქტი, უკავშირდება თუნდაც იმ დაანონსებულ პოლიტიკას, სადაც საუბრობენ იმაზე, რომ სტუდენტები უნდა გააკონტროლონ, იმიტომ, რომ თიტქოს სტუდენტებმა არ იციან, რას აპროტესტებენ, - ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი საბა ქერქაძე.