თავდასხმა და მუქარა ტვ პირველის ჟურნალისტზე - მედიაომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი ჟურნალისტის ნატო გოგელიას უფლებებს მედიაომბუდსმენი იცავს
ჟურნალისტზე და მისი ოჯახის წევრებზე მუქარა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
2023 წლის 15 მარტს სოფელ ბახვში ჟურნალისტ ნატო გოგელიას თავს დაესხა პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი, რა დროსაც ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მობილური ტელეფონი დაუმტვრია. იგივე პირი 14 მარტს თბილისში, პარლამენტთან გამართულ აქციასა და შენობიდან ევროპული დროშის ჩამოხევაში მონაწილეობდა
სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service -ს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე და დაკავებულია თავდამსხმელი პირი
მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ყოველთვის სწრაფად და ეფექტურად იმოქმედოს როგორც ჟურნალისტთა უფლებების დაცვის, ისე ჟურნალისტების და მათი ოჯახის წევრების მხარდასაჭერად, - ნათქვამია მედიაომბუდსმენის განცხადებაში.