მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემები გორის თეატრში - ოპოზიცია წულუკიანს პირობას ახსენებს
გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი დანგრევის პირასაა. გორის თეატრში მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემებია. თეა წულუკიანმა შენობის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 1 წლის წინ დააანონსა, თუმცა მინისტრის დაპირება დღემდე შეუსრულებელია.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება წულუკიანს 1 წლის წინ გაცემულ დაპირებას ახსენებენ. ამბობენ, რომ უმჯობესია, რეპრესიებს, რომელსაც მინისტრი კულტურის და სპორტის სფეროს წარმომადგენლების მიმართ ახორციელებს, დრო კულტურაში არსებულ პრობლემებს დაუთმოს.
მთელი "ქართული ოცნების" ხელისუფლების განმავლობაში, ვხედავთ, რომ გორის თეატრის პრობლემების და მისი საკითხი ბევრჯერ დადგა დღის წესრიგში და მათ შორის, ვხედავთ იმას, რომ იხარჯება კოლოსალური თანხები სხვადასხვა ბიუჯეტებიდან და ამის მიუხედავადაც ამ თეატრის, ამ კულტურული ძეგლის მდგომარეობა ვერ გამოსწორდა და ისპრობლემები ვერ გადაიჭრა, რომელიც მის წინაშე დგას. მე მოვუწოდებდი ქალბატონ წულუკიანს, რომ შეწყვიტოს ხელოვანებსი რეპრესიები და მან თავისის გასაკეთებელი საქმე, ის საქმე, რაც ეხება კულტურის სფეროს და რაც, მაგალითად, გორის თეატრის გადარჩენისთვის არის აუცილებელი, ის საქმე აკეთოს, - ამბობს "რესპუბლიკური პარტიის" წევრი ლექსო ვალაური.