რიკოთის გვირაბთან მოძრაობა პარალიზებულია - ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მთის ფერდი ჩამოიშალა

19.03.23 13:04
რიკოთის გვირაბთან მოძრაობა პარალიზებულია - ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მთის ფერდი ჩამოიშალა

რიკოთის გვირაბთან მოძრაობა პარალიზებულია. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მთის ფერდი ჩამოიშალა. ადგილზე სპეციალური სამსახურები არიან მობილიზებული, რომლებმაც  გზა მიწის მასისგან უნდა გაწმინდონ.

რა გამოიწვია სოფელ ვეტყვიჭალასთან მთის ფერდის შამოშლა ოფიციალური უწყებები ჯერ არ ამბობენ.

"პირველები"  მომხდარის დეტალებს ამ წუთებში არკვევს.