პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს - 33 წლის კაცს ბრალი 6 საქმეზე წარედგინა
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 33 წლის ახალგაზრდას ქურდობას ედავებიან. პოლონური მედიის ცნობით, ქართველმა მამაკაცმა სასურსათო მაღაზიები და ბენზინგასამართი სადგურები გაქურდა. დამნაშავის იდენტიფიცირება ვიდეოსათვალთვალო კმაერებით მოხდა.
საქართველოს მოქალაქეს პოლონეთში ბრალი 6 საქმეზე წარუდგინეს. თუ სასამართლო გამამატყუნებენ განაჩენს გამოიტანს, 33 წლის კაცს ვარშავის ციხეში ხუთი წლის გატარება მოუწევს.