ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მთის ფერდი მესამედ ჩამოიშალა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ისევ შეზღუდულია - ავტობანის მიწის მასისგან გაწმენდას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამ დრომდე ვერ ახერხებს. აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ეს მთის ფერდის ჩამოშლის მესამე შემთხვევაა.
გვირაბის თავზე ჩამოიშალა მიწა და წმენდენ ახლა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. აქეთ წამოვიდნენ მანქანები, ავტობანზე აღარაა მოძრაობა ჯერ-ჯერობით, სანამ აღდგება. ეს ამ გვირაბში მეორედ მოხდა, - ამბობს ადგილობრივი.
არნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საავტომობილო გზების დეპარტაემნტმაც გაავრცელა.