"სისტემური კორუფციის მაგალითი"- თბილისის ისტროიულ უბნებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ვერ სრულდება

19.03.23 15:49
"სისტემური კორუფციის მაგალითი"- თბილისის ისტროიულ უბნებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ვერ სრულდება

თბილისის ისტორიულლ უბნებში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ვერ ხერხდება. კომპანია "ანაგი" საითნოვას ქუჩასა და გუდიაშვილის მოედანზე  წელიწადნახაერია მუშაობს, მაგრამ უშედეგოდ.

ოპოზიცია  აცხადებს, რომ "ანაგის" ხელმძღვნელობა "ქართულ ოცნებასთანაა" დაკავშირებული. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა ამტკიცებს, რომ დარღვეულია თბილისის ისტორიული მემკვიდრეობის ავთენტური ნაწილის რეაბილიტაციის ნორმები.

იმის მაგივრად, რომ ფონდი რეაგირებდეს მესაკუთღეების წერილებზე, პირიქით, მუქარაზე გადავიდა და მესაკუთრეებს ეუბნება, რომ ხელშეკრულებებს გაწყვეტს. ეს არის კლასიკური მაგალითი სისტემური კორუფციის და მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს, რომ შევიდეს თბილისის განვიტარების ფონდში და შეისწავლონ მათი საქმიანობა, - ამბობს ფარულავა.