"დარღვევებით განხორციელებული პროექტია" - თეა გოდოლაძე რიკოთის გვირაბის მშენებლობაზე
თეა გოდოლაძე იმ დარღვევებზე საუბრობს, რომელიც ცენტრალურს მაგისტრალზე გვირაბის მშენებლობის დროს გახორციელდა. სეისმოლოგი ამბობს, რომ აღნიშნული ადგილი რთული გეოლოგიის მქონეა და იქ არსებული გრუნტის უხეში ჩაჭრები საფრთხის შემცველია.
ეს მონაკვეთი არის ყევლაზე რთული გეოლოგიის მქონე მონაკვეთი მთლიანად ამ მაგისტრალის. იქ მასშტაბები ძალიან დიდია. საშიშროება ნამდვილად არის. მე რაც შევამჩნიეა, უამრავი არის კიდევ დაბზარული გზაზე. შემდეგ არის ისეთი ჩაჭრებია გაკეთებული, რომელიც მიუღებელია, არ შეიძლება გრუნტის ასე ჩაჭრა. ფაქტია, რომ გეოტექნიკური ინჟინერი ან არ მუშოაბდა ან მუშაობდა და არავინ ყურადღება არ მიაქცაი და თავის ჭკუაზე ააშენა მშენებლმა, ან კომპანიამ ან გადაწყვეტილებების მიმღებმა, რომელსაც ეხება ეს საკითხი. რეალურად, არის აბსოლუტურად დარღვევებით წასული პროექტი, იმიტომ რომ ასეთი გეოლგიის პირობებშ ასე გრუნტთან თამაში კატეგორიულად არ შეიძლება. გრუნტზე მორგებული არ არის გამაგრება და ფაქტობრივად, ბუტაფერიაა. ახლა იმას ცემენტი გინდა მიატყეპეთ, უკაცრავად და გინდა ნუ მიატყეპებთ. - ამბობს გოდოლაძე.