რუსთავში არმატურის ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ
რუსთავში მუშები გაიფიცნენ. არმატურის ქარხნის თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების მომატებას ითხოვენ. პრეტენზია ადმინისტრაციასთან 160 ადამიანს აქვს. თუ მოთხოვნები არ დამაყოფილდება, მუშები საპრტესტო აქციებით იმუქრებიან.
ხელფასებია მთავარი პრობლემა და უსაფრთხოებაა კიდევ მთავარი პრობლემა. ძირ ხელფასს დააკლდა ანუ ჩვენს უნებართვოდ ცაგვერიცხა დაბალი ხელფასი, რამაც განაპირობა ამ ხალხის პროტესტი. გამოვიდა ყველა ქუჩაში. ჩვენი მიზანი ახლა ერთადერთი ის არის, რომ როგორმე შევძლოთ და ეს ნორმალური ხელფასები, რაც გვეკუთვნის, ავიღოთ, - ამბობს პროტესტის მონაწილე.