მწერალი დათო ტურაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს
მწერალი დათო ტურაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაცაის სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ავრცელებს.
კეკელიძის თანახმად, ტურაშვილს ძლიერი ნერვიული შეტევა ჰქონდა.
ახლა ვესაუბრე მაკა კეკელიძეს, დათო ტურაშვილის მეუღლეს. დათო, ძლიერი ნერვული და სავარაუდოდ, სტენოკარდიული შეტევის გამო, სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში. ტურაშვილს უმძიმესი ინფარქტი აქვს გადატანილი, შეტევა კი რამ გამოიწვია, მგონი რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, - წერს კეკელიძე