ავარია კახეთში - გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი, მძიმედ დაშავდა 7 წლის მოზარდი
ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავარიის შედეგად 7 წლის ბავშვი და კაციც დაშავდა, მათი მდგომარეობა მძიმეა. თვითმხილველების ცნობით, მსუბუქ ავტომობილს, რომელშიც ცოლ-ქმარი და მათი შვილი იმყოფებოდა, ტრაილერი შეეჯახა. ირკვევა, რომ ყველა მათგანი ერთი ოჯახის წევრია.
მოზარდის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მას თბილისში გადმოსაყვანად ამზადებენ.