ბებიის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

20.03.23 20:42
ბებიის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ბებიის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ყოფილი პოლიციელი პატიმრობაში რჩება. სასამართლომ განმარტა, რომ არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე, ამიტომ გირაოს შეფარდებაზე დაცვის მხარეს უარი უთხრა.

უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული  26 წლის ახალგაზრდა პროცესს არ ესწრებოდა. ის დუმილის უფლებას იყენებს და გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. მის წინააღმდეგ კი საქმეში არაერთი მტკიცებულება დევს. მათ შორის ფარული ჩანაწერები იმის შესახებ, თუ როგორ უკვეთავდა ქილერს საკუთარი ბებიის მკვლელობას.

სავარაოდო მოტივი კი 72 წლის ქალის ანდერძი გახდა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მდიდარი ბებიის ქონებიდან შვილიშვილი ვერაფერს მიიღებდა.

პროკურატურა პროცესზე ვალენტინა საყვარელიძის დაკითხვასაც გეგმავს. იმ შემთხვევაში თუ  მსხვერპლი ჩვენებას საკუთარი შვილიშვილის წინააღმდეგ მისცემს, ალექსანდრე საყვარელიძეს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილი რეპორტაჟში.