ეს ყველგან ხდება... - სასულიერო პირი ადასტურებს რომ პანსიონატში ბავშვების აღზრდა "მკაცრი მეთოდებით ხდებოდა"

11.05.21 22:56
ეს ყველგან ხდება... - სასულიერო პირი ადასტურებს რომ პანსიონატში ბავშვების აღზრდა "მკაცრი მეთოდებით ხდებოდა"

დეკანოზი ფილიპე აბაშიძის სკანდალური აღიარება - სასულიერო პირი, ტელეკამერის წინ ამბობს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში პედაგოგების მხრიდან მკაცრი მოპყრობის შემთხვევებს ადგილი ჰქონდა. დეკანოზი ირწმუნბა, რომ ეს მიდგომა ამჟამად შეცვლილია. 

„ ადრე, წლების წინ გამოერეოდნენ ხოლმე პედაგოგები, რომელბიც ცოტა მკაცრად ექცოდნენ, მაგრამ არ აჩერებდნენ ასეთ პედაგოგებს ბავშვებთან.

ბავშვები რომლებიც აქედან წავიდნენ, არ დარჩათ კარგი შთაბეჭდილება ასეთ აღმზრდელებზე, არადა ეს აღმზრდელები დროებით მოხვდნენ ასეთ გარემოში და ბავშვებთან სიმკაცრე გამოიჩინეს. ეს ყველგან ხდება, ჩემს ბავშვობაშიც ხდებოდა, მე რომ სკოლაში ვსწავლობდი და დღესაც ხდება სხვა პედაგოგების მხრიდან,“ – აცხადებს სასულიერო პირი. 

მსგავსი სიახლეები