სარფის საბაჟოზე 38 543,54 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს

21.03.23 16:24
სარფის საბაჟოზე 38 543,54 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს

სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობები აღიკვეთა - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, 8-20 მარტს მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 38 543,54 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (საერთო ჯამი: 403,58 გრამი) ნაკეთობები გამოვლინდა.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ფულადი ჯარიმა ჯამში 38 543,54 ლარის ოდენობით შეეფარდათ.