ბუღალტერმა ძმასთან ერთად თავდასხმა გაითამაშა და 150 000 ლარს დაეუფლა - დაკავებულია 2 პირი

22.03.23 11:01
ბუღალტერმა ძმასთან ერთად თავდასხმა გაითამაშა და 150 000 ლარს დაეუფლა - დაკავებულია 2 პირი

თბილისში დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ერთ-ერთი დაკავებულმა, რომელიც კომპანიაში ბუღალტრად მუშაობდა, თავის ძმასთან ერთად დაგეგმა სამსახურებრივი თანხის მითვისება და თავდასხმის ინსცენირებით, უკანონოდ დაეუფლა 150000 ლარს.

სამართალდამცველებმა ორივე პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ უკანონოდ მითვისებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და "დ" ქვეპუნქტით, ასევე, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებას.

დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.