10-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული - მუხიანში მოკლული კაცის ვინაობა ცნობილია (ახალი დეტალები)
პენსიონერის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს პოლიცია ქვეყნის მასშტაბით ეძებს - 64 რამაზ ბასილაძე განსაკუთრებული სიასატიკით არის მოკლული.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ათობით ჭრილობა დანით მიაყენეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდეს და მისივე საცხოვრებელ კორპუსში, ლიფტის შახტაში ჩააგდეს.
საზარელი მკვლელობა სავარაუდოდ, სადარბაზოში მოხდა, რადგან სახლში ამ დროს გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულის დედა იმყოფებოდა.
შემთხვევიის ადგილზე ცოტახნის წინ კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, კახა მურადაშვილი მივიდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ 64 წლის კაცი უმუშევარი იყო, ამიტომ ფულის გამო ანგარიშსწორებას გამორიცხავენ.
შინაგან საქმეთა სანიმისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.