პროკურატურის მტკიცებით, ბასილაშვილის წინააღმდეგ ახალი მტკიცებულებები გამოჩნდა - უწყება დოროყაშვილის დაკითხვას ითხოვს

22.03.23 16:39
პროკურატურის მტკიცებით, ბასილაშვილის წინააღმდეგ ახალი მტკიცებულებები გამოჩნდა - უწყება დოროყაშვილის დაკითხვას ითხოვს

ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ ახლი მტკიცებულებები მოიპოვა. რეზონანსული საქმის განხილვა ამჯერად სააპელაციო სამართლოში იწყება. ცოლზე ძალადობაში ბრალდბული სპორტსმენი პროცესზე დღეს არ მივიდა. ის საქართველში არ იმყოფება. სხდომათა დარბაზში კი პროკურორი ამტკიცებდა, რომ მედიკოსი, რომელმაც ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარა ბასილაშვილს, მიკერძებულია, რადგან პროკურორის თქმით, ის ნელი დოროყაშვილის წინააღმდეგ მადესკრედიტირებელ განცხადებებს აკეთებდა.

პროკურორი ასევე სასამართლოსგან ნეკა დოროყაშვილის კიდევ ერთხელ გამოიკითხვას მოითხოვდა.

კამერებმა დააფიქსირეს, რომ ბასილაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ჩოგბურთელს ტექსტურ შეტყობინებეს უგზავნიდან სხდომიდან.

ბასილაშვილი ფიქრობს, რომ აბსურდია პროკურატურის მოთხოვნა ნეკა დოროყაშვილის კიდევ ერთხელ დაკითხვის შესახებ

"ბრალდების მხარემ, ახლად გამოვლენილი გარემოების სახით წარადგინა დამატებითი ინფორმაცია, კერძოდ, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტის ტენდენციურობასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ დაცვის მხარემ განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე დღით ადრე წარადგინა, ექსპერტიზის დასკვნა, თითქოს, ნიკოლოზ ბასილაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ბრალდების მხარე, ეჭვქვეშ აყენებდა ამ ექსპერტის ობიექტურობას და სწორედ აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ბრალდების მხარის მიერ დამატებით მოპოვებული ინფორმაცია", - განაცხადა პროკურორმა.

ბასილაშვილის ადვოკატი კი აცხადებს, რომ აღნიშნული მტკიცებულება, რაზეც დღეს სხდომაზე დაცვის მხარე საუბრობდა, უკვე გამოკველული აქვს სასამართლოს. 

დღეს ბრალდების მხარემ წარმოადგინა თითქოსდა ახალი გარემოება, მათ სასამართლოზე განაცხადეს, რომ ნელი დოროყაშვილს თურმე სურდა რარაცა მტკიცებულების წარდგენა, თუმც იქვე დაადასტურა, რომ აღნიშნული მტკიცებულება ბრალდების მხარეს სასამართლში წარდგენილიც ჰქონდა და გამოკვლელულიც. ასევე ბრალდების მხარე შეეცადა, რომ სასამართლოსთვის არასწორად მიეწოდებინა ინფორმაცია, მაგრამ კარგია რომ არსებობს ელექტრონული სხდომის ოქმი, სადაც თქვა, რომ თურმე ქალბატონ ნაჭყებიას მიეცა გაურკვეველი მტკიცებულებების გამოყენების შესაძლებლობა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა ბასილაშვილის ადვოკატმა. 

ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი სააპელაციო სასამართლოში 7 აპრილისთვის გადაიდო