ექსკლუზივი: მოპოვებულია დოკუმენტი, რომელითაც დგინდება, რომ რესპუბლიკურში რეორგანიზაცია გამოცხადდა
ექსკლუზივი - "პირველებმა" მოიპოვა დოკუმენტი, რომელითაც დგინდება, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეორგანიზაცია გამოცხადდა.
დოკუმენტი 2023 წლის 21 მარტით თარიღდება რეორგანიზაციის ვადა 30 აპრილამდეა გაწერილი.
ბრძანებაში პირდაპირ წერია, რომ დაგეგმილია პერსონალის, ადმინისტრაციის რეორგანიზაცია, ცვლილებები, გაუქმება და შერწყმა. ასევე სამუშაო ძალის შემცირება.
ის რაც დოკუმენტის მიხედვით გაცხადდა, ამის უარყოფას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა რესპუბლიკური საავადმყოფო.
ასევე მნიშვნელოვანია ერთი დეტალი, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი დირექტორი, ზაზა ავალიანი, რომლის დროსაც კლინიკაში რეორგანიზაცია დაიწყო, თაღლითობის მუხლით არის ნასამართლევი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს გაძლიერება და განვითარება სტრატეგიული პრიორიტეტია და პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებთ რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მისი მუშაობის განახლებას.
შეგახსენებთ, რომ კლინიკის მედპერსონალმა საგანგებო განცხადება გუშინ გაავრცელეს, სადაც წერდნენ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა შენობის ნგრევა დააანონსა.
რესპუბლიკურში უკვე დაიხურა ორი განყოფილება. ექიმებს ეჭვი აქვთ, რომ კლინიკის სერვისები მიზანმიმართულ გააუქმეს, საბოლოო მიზანი კი საავადმყოფოს საერთოდ გაუქმებაა. ამ შემთხვევაში კი 1000 -ზე მეტი თანამშრომლი უმუშევარი დარჩება.