ლიფტის შახტაში ნაპოვნი კაცის ცხედარი - "პირველების" ინფორმაციით, დანაშაული ნარკოტიკებით ვაჭრობას უკავშირდება
64 წლის პენსიონერის მკვლელის კვალზე სამართალდამცველები ამ დრომდე ვერ გადიან. "პირველებმა" კი მომხდარზე ახალი დეტალები გაარკვია. გავრცელებული ინფორმაციით შემზარავი დანაშაული ნარკოტიკებით ვაჭრობას უკავშირდება. მამაკაცის დაჩეხილი და დამწვარი ცხედარი ექსპერიტაზეა გადასვენებული. მუხიანში მდებარე კორპუსი და მიმდებარე ტერიტორია კი სადაც სასტიკი დანაშაული მოხდა, მთლიანად ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული.
არ არის გამორიცხული, რომ დამნაშავეც ადგილობრივი მცხოვრები იყოს. ადგილზე დილიდან მობილიზებული იყვნენ კრიმინალისტები და კინოლოგები. მოწმდება ყველა სადარბაზო და იკითხებიან მოკლულის მეზობლები. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა იმავე სადარბაზოში მოხდა, სადაც რამაზ ბასილაძე მოხუც დედასთან ერთად ცხოვრობდა. თუმცა ადგილობრივებს უჭირთ იმის ახსნა, თუ რატომ გაუსწორდნენ ასე სასტიკად 64 წლის პენსიონერს.
რამაზ ბასილაძის ნაწამები ცხედარი დღეს დილით ლიფტის შახტაში იპოვეს. მას ათამდე ჭრილობა, სავარაუდოდ, დანით მიაყენეს. შემდეგ მოკლული ლიფტის შახტაში ჩააგდეს და ცეცხლი მოუკიდეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.