რესპუბლიკურ საავადმყოფოს ანგრევენ - "პირველების" ხელშია ბრძანება საავადმყოფში რეორგანიზაციის შესახებ
რესპუბლიკურ საავადმყოფოს ანგრევენ - ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ შენობის ნგრევა ჯანდაცვის მინისტრმა დაანონსა. არადა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, აზარაშვილმა მათ სულ სხვა ინფორმაცია მიაწოდა შენობის არა ნგრევის, არამედ რეაბილიტაციის შესახებ
"პირველების" ხელშია ბრძანება საავადმყოფში რეორგანიზაციის გამოცხადების შესახებ. ირკვევა, რომ ექიმების ნაწილის გაშვება უკვე გადაწყვეტილია. უფრო ადრე კი საავადმყოფოში რამდენიმე სერვისი გააუქმეს. მედიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მიზანმიმართულად ქმნის ისეთი პირობებს. რაც კლინიკას ლიკვიდაციამდე მიიყვანს. ამის შემდეგ კი რესპუბლიკურის შენობას დაანგრევენ.
დეტალები იხილეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.