20 მილიონი ზარქუას სიძეს - ოპოზიცია პოლიტიკურ და კორუფციულ მდგენელზე საუბრობს

23.03.23 11:59
20 მილიონი ზარქუას სიძეს - ოპოზიცია პოლიტიკურ და კორუფციულ მდგენელზე საუბრობს

ირაკლი ზარქუას სიძის მიერ 20 მილიონიანი ტენდერის მოგებას ოპოზიციაში ეხმიანებიან. ,,ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ბესიკ დონაძის თქმით, ამ ტენდერს როგორც პოლიტიკური ისე კორუფციული მდგენელი აქვს. 

მისი თქმით, როდესაც ორგანიზაცია სკოლებს აშენებს, რა თქმა უნდა, მინიმუმ ის მაინც უნდა მიუთითოს, რომ ერთი სკოლის რეაბილიტაცია მაინც აქვს ჩატარებული.

იმდენად გამჭვირვალედ იყო ყველაფერი გაწერილი, ისე რომ ზარქუას სიძის კომპანია აკმაყოფილებდა ყველაფერს, რომ ნათელი იყო ეს კომპანია გაიმარჯვებდა. ახლა ტენდერი ხელშეკრულების მომზადების ეტაპზეა. ერთადერთი დოკუმენტი, რაც მას წარსადგენი აქვს, ეს არის საბანკო გარანტია და რომელსაც წარადგენს აუცილებლად და რავიცი, ვულოცავ ზარქუას 20 მილიონს. ამ ტენდერს აქვს როგორც პოლიტიკური მდგენელი ისე კორუფციული მდგენელი, ოღონდ ეს არის ერთმანეთთან კავშირში. კორუფცია იყო, რადგან პოლიტიკურად სჭირდებოდა. როდესაც ორგანიზაცია სკოლებს აშენებს, რა თქმა უნდა, მინიმუმ ის მაინც უნდა მიუთითოს, რომ ერთი სკოლის რეაბილიტაცია მაინც უნდა ჰქონდეს ჩატარებული. შესაბამისად როდესაც სკოლებს აშენებ და არანაირ ტექნიკურ პირობებში სკოლას არ ახსენებ, ძალიან მარტივია, ხო , ერთადერთი კომპანია, რომელსაც  ამხელა ბრუნვა ჰქონდა, 44 მილიონიანი და ჰქონდა მხოლოდ საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობა ანუ საზოგადეობრივი შენობა-ნაგებობა არის როგორც სახლი ასევე რაღაც საოფისე ფართი, ოღონდ არსად სკოლა არ იყოს ნახსენები და ძალიან გამჭვირვალედ მოარგეს ტენდერი ზარქუას სიძის კომპანია, - ამბობს ბესიკ დონაძე.

ალექსანდრე ამისულაშვილს საქართველოს მთავრობისგან 20 მილიონი უკვე ოფიციალურად გადაეცა. შესყიდვების სააგენტოს პორტალზე რუსული კანონის ხმარდამჭერი დეპუტატის სიძე გამარჯვებულად ოფიცილაურად გამოცხადდა.

ალექსანდრე ამისულაშვილი, რომელსაც სკოლები და ბაღები არასოდეს აუშენებია და გაურემონტებია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 20 მილიონიანი ტენდერი მოიგო. ზარქუას სიძე საქართველოს ბიუჯეტიდან კიდევ 10 მილიონზე მეტს ელოდება.